ენტონი ფაუჩი დონალდ ტრამპის განცხადებაზე: უფრო რეალისტი ვარ, ვიდრე პანიკიორი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.  რომ როდესაც საქმე კორონავირუსის პანდემიას ეხება, ის უფრო რეალისტია, ვიდრე პანიკიორი.

20 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ენტონი ფაუჩი ცოტათი პანიკიორია.

„ხალხს საკუთარი მოსაზრება აქვს ჩემს რეაქციებზე. ვფიქრობ, უფრო რეალისტი ვარ, ვიდრე პანიკიორი, თუმცა ყველას თავისი აზრი აქვს“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

Facebook Comments

ახალი დადებული