თამარ გაბუნიას თქმით, თუ მოსახლეობა მოქმედ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, მთავრობას ზომების გამკაცრება მოუწევს

თამარ გაბუნიამ მოსახლეობას დაწესებული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „დღის ქრონიკის“ ეთერში განაცხადა. მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე თუ საზოგადოება შეზღუდვებს არ დაემორჩილება, შესაძლოა ზომების გამკაცრება გახდეს საჭირო.

„თუ ეს წესები დაცული არ იქნება, მაშინ, რა თქმა უნდა მოგვიწევს მეტად მკაცრი ზომებისა და მობილობის შეზღუდვის ღონისძიებების გამოყენება, ისე როგორც ამას აკეთებს ბევრი ქვეყანა, იმისთვის რომ კონტროლი შეინარჩუნოს და ვირუსის გავრცელება არ გახდეს უკონტროლო“, – განმარტავს გაბუნია.

Facebook Comments

ახალი დადებული