სტადიონებზე გულშემატკივრებს დაუშვებენ

სტადიონებზე გულშემატკივრებს დაუშვებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ინფორმაცია მედიას კი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მიაწოდა.

მისი თქმით, სტადიონებზე შესაბამის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ, შესვლამდე ჩატარდება თერმოსკრინინგი, დამსწრე გულშემატკივრებს შორის დაცული იქნება დისტანცია.

„დაახლოებით თვეზე მეტია, რაც ფეხბურთის შიდა ჩემპიონატი დაიწყო, პარალელურად სპორტის სხვა სახეობებიც გააქტიურდნენ. თუმცა ამ ეტაპზე ეს ყველაფერი მაყურებლის დასწრების გარეშე ხდება. ამ საკითხთან დაკავშირებით სირთულეები დადგა. სტადიონის მიღმა გულშემატკივრები იკრიბებიან, ვიწრო სივრცეში, რაც კოვიდინფექციის გავრცელების კუთხით, სასურველი არ არის.

მომდევნო დღეების განმავლობაში პროტოკოლში იქნება შეტანილი გულშემატკივრების დაშვება. ეს არ მოხდება ქაოტურად“,- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ცნობისთვის, სტადიონებზე გულშემატკივრების დაშვება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით რამდენიმე თვეა აკრძალულია.

Facebook Comments

ახალი დადებული