თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში უკრაინელი გიდი, გალინა კარმუშინა ჩაერთვება

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში უკრაინელი გიდი, გალინა კარმუშინა ჩაერთვება. ამის შესახებ ცენტრ ,,ემპათიას” ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

მისივე თქმით, კარმუშინასთვის ლიცენზიის აღიარებას, ცენტრი ხვალ, ჯანდაცვის სამინისტროსგან მოითხოვს.

,,ოჯახის ადვოკატის თხოვნით, ჩვენგან ჩაერთვება სასამართლო- სამედიცინო ექსპერტი გალინა კარმუშინა, ჩვენ მოვითხოვთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მისი ლიცენზიის აღიარებას. შემდგომში უკვე ჩვენ განვიხილავთ იმ სტრატეგიას, რითაც ჩაერთვება ცენტრი ,,ემპათია”.  წინასწარ ვერაფერს გეტყვით, უნდა ჩატარდეს ექსპეტიზები და უნდა გავეცნოთ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ჯერჯერობით დამატებითი ცნობები არ გვაქვს, ვაგვარებდით ტექნიკურ საკითხებს და წინასწარ ვერაფერს გეტყვით”, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

შეგახსენებთ, გალინა კარმუშინა, რომელიც საქართველოში რუსულენოვანი გიდია, ტელეკომპანია „მთავარმა“ საზოგადოებას ექსპერტ-კრიმინალსტად წარუდგინა. კარმუშინა გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე ირწმუნება, რომ შაქარაშვილი მისი პოვნის დღეს 4 დღის მოკლული არ იყო და ის ადგილზე დაკარგვიდან 2 დღის შემდეგ მიიყვანეს.

Facebook Comments

ახალი დადებული