ელისო ჩეჩელაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული ქალი დანაშაულის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს

45 წლის ქალი, რომელმაც ქუთაისში მეზობელი სადისტურად მოკლა, დანაშაულის მოტივად ეჭვიანობას ასახელებს. ამის შესახებ „მთავარი არხის“ ჟურნალისტი იუწყება. ჟურნალისტის თქმით, „მთავარმა არხმა“ ბრალდებულის ჩვენება მოიპოვა.

ბრალდებული ჩვენებაში ამბობს, რომ ელისო ჩეჩელაშვილი მისი მეუღლის სიყვარულში გამოუტყდა, რის გამოც ის გაღიზიანდა, იქვე არსებული ბასრი საგანი აიღო და 30 წლის ქალს მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.

ჩვენების მიხედვით, ყვირილზე მისი მეუღლე მე-3 სართულზე მეგობართან ერთად ამბის გასაგებად ავიდა, ქალმა ქმარს უამბო რაც ჩაიდინა, ისინი მათ საცხოვრებელ ფარდულში ჩავიდნენ, ქალმა სისხლიანი ტანსაცმელი გამოიცვალა და მეუღლესთან ერთად ტერიტორია დატოვა. 

აღნიშნულ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ ელისო ჩეჩელაშვილის მეგობრები, მათი თქმით, ქალს ჰყავდა შეყვარებული და რამდენიმე დღეში უნდა დაოჯახებულიყო. 

Facebook Comments

ახალი დადებული