თამარ ბაჩალიაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილის ოფისში მუშაობდა, სადაც მარტში ცრუ შეტყობინების გამო ჩხრეკა ჩატარდა?

ოფისი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, პაატა ბურჭულაძის შვილს, შუქი ბურჭულაძეს ეკუთვნის და ამ მისამართზე მარტში კორონავირუსზე ცრუ შეტყობინების გამო, ჩხრეკა ჩატარდა. ინფორმაციას xnews ავრცელებს.

ჩხრეკა კორონავირუსზე ცრუ და პანიკის შემცველ შეტყობინებას უკავშირდებოდა. შუქი ბურჭულაძის თქმით, მისმა თანამშრომელმა ცრუ შეტყობინება ოფისიდან რამდენიმე მეგობარს გაუგზავნა.

„ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი გაეხუმრა ოჯახის წევრებს, დედას, დას და ორ მეგობარს. დააგზავნა ექვსი მესიჯი.  რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენ წარმოდგენა არ გვქონდა ამასთან დაკავშირებით და ჩავატარეთ შიდა გამოძიება. თავად გამოტყდა ეს თანამშრომელი, რომ ხუმრობის სახით, მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს, ახლობლებს გაეხუმრა და გაუშვა მესიჯები. ეს თანამშრომელი გათავისუფლებულია სამსახურიდან“, – აღნიშნა შუქრი ბურჭულაძემ.

შუქრი ბურჭულაძის კუთვნილი კომპანია სარეკლამო შეტყობინენების დაგზავნაზე მუშაობს და ჭავჭავაძის 15 ნომერში მდებარეობს, იგივე მისამართზე, სადაც მედიის ცნობით, გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა.

Facebook Comments

ახალი დადებული