აშშ-ში ეპიდსიტუაცია გაუარესდა, ტრამპი ნიღბების ტარებისკენ მოუწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ, სიტუაცია გაუარესდა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ტრამპმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდეს. თუმცა შემდეგ სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში ეპიდემიას უკეთესად უმკლავდებიან.

ქვეყნის მეთაურმა მოქალაქეებს ნიღბების ტარებისკენ მოუწოდა, მისი თქმით, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები გარკვეულწილად დადებითი ეფექტის მომტანია.

მანამდე, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ტრამპის ძალისხმევის შედეგად, პანდემიის დროს აშშ-ში 3-4 მილიონი ადამიანი სიკვდილს გადაურჩა. თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მოუწოდებდა ეკონომიკის უსრაფესად ამოქმედებისა და საკარნტინო შეზღუდვების გაუქმებისკენ, სწორედ მან გადაარჩინა უამრავი სიცოცხლე.  

Facebook Comments

ახალი დადებული