ეს არის პატარა ოთხკუთხედი ფურცელი და ავტომობილში კი არა, გარდაცვლილის საფულეში იდო

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ავტომობილში ნაპოვნი წერილი პატარა ოთხკუთხედი ფურცელია და ის გარდაცვლილის საფულეში იდო.

მიხეილ რამიშვილის თქმით, წერილი არ იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. მისივე თქმით, ქაღალდზე არ წერია, რომ ის ოჯახისთვის არის განკუთვნილი. 

„ჯერ ერთი, ავტომობილში კი არ აღმოაჩინეს, ეს არის პატარა ოთხკუთხედი ფურცლები როა, უცნობია, ვისთვის იყო განკუთვნილი, არც ანაბრის ნომერი წერია, არც გვარი წერია, არც სახელი წერია. მინიშნება, რომ მან წინასწარ დატოვა ეს წერილი, არასწორია. იყო პლასტიკური ბარათებიც და სხვა ჩანაწერებიც“,-განაცხადა ადვოკატმა tv-პირველის ეთერში.

ადვოკატის თქმით, საფულეში ასევე ნაპოვნია მედიკამენტები, რომელიც, „ცარიელია“. თამარ ბაჩალიაშვილი კი, ავტომობილის უკანა სავარძელზე, მწოლიარე ნახეს.

შეგახსენებთ, პრაიმ ტაიმის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ნაპოვნია მისი წერილი ოჯახისადმი, სადაც წერია: „ანაბარზე ფულია, გამოიყენეთ“. 

Facebook Comments

ახალი დადებული