ჩვენ ახლა გვაქვს ერთი დიდი კლასტერი, თუ რეგულაციებს დავიცავთ, ინფექცია ამ კლასტერს არ გაცდება

24 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 5 არის იმპორტირებული, ესენი არიან სატვირთო ავტომობილების მძღოლები ,-ამის შესახებ ინფექციეუი საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 5 ახალი შემთხვევა არის დაავადებულთან კონტაქტები. 10- გარდაბნის კვლევისას გამოვლენილი, ხოლო 2-ს წყარო არ არის დადგენილი და მიმდინარეობს კონტაქტების ძიება.

„ინფექციურში დღეს გვყავს 28 დადასტურებული შემთხვევა. მათგან 2 არის გარდაბნის წყარო. 2 კი, მე-16 გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრები. გუშინ ერთი მძიმე პაციენტი დაგვემატა. გვყავს სულ 2 მძიმე პაციენტი, დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, საქართველოში პიკური სიტუაციები ყოველთვის დაკავშირებული იყო ერთ დიდ კლასტერთან. და დღევანდელი მდგომარეობაც სწორედ კლასტერს უკავშირდება.

„ჩვენ ახლა გვაქვს გარდაბნის კლასტერი, რომელიც საკმაოდ დიდია, არის 4 სოფელი. ამ მუნიციპალიტეტის კვლევა გაგრძელდება და თუ ჩვენ გავაგრძელებთ რეგულაციების შესრულება, ინფექცია ამ ახალ კლასტერს არ გასცდება. არსებული სიტუაცი არ გაფუჭდება, თუ ყველა დავიცავთ რეგულაციებს“,-განაცხადა მან.

ეზუგბაიას თქმით, კოვიდ ცენტრებში 188 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

შეგახსენებთ, დღეს 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული