ჩინეთში ორი პენსიონერი ქალი 4 დღე ლიფტში იყო გაჭედილი

ჩინეთში, ქალაქ სიანის პროვინცია შენსიში ორი პენსიონერი ქალი საკუთარ სახლში, 4 დღე ლიფტში იყო გაჭედილი . ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

82 წლის ჩინელი ქალი და მისი 64 წლის შვილი ლიფტში ჩასხდნენ, როდესაც ოჯახის დანარჩენი წევრები ქალაქში არ იმყოფებოდნენ. უეცრად, მექანიზმი დაზიანდა და ქალები სართულებს შორის, კაბინაში ჩარჩნენ. მათ თან არ ჰქონდათ ტელეფონი და შესაბამისად, ვერავის უხმეს საშველად. 

ქალებმა ლიფტში 96 საათი გაატარეს. გაუწყლოვნებისგან რომ დაეცვათ თავი, ისინი საკუთარ შარდს სვამდნენ. რაღაც მომენტში, დედა კისერზე შეაჯდა შვილს, გატეხა ნათურა, გამოაძრო მავთული და მისი მეშვეობით, ლიფტის კარის ღრიჭო ოდნავ გააფართოვა. ამან პენსიონერებს საშუალება მისცა, მორიგეობით სუფთა ჰაერი ჩაესუნთქათ.

მეოთხე დღეს შეძლეს, კარი ისე გაეღოთ, რომ ერთ-ერთმა გამოძრომა შეძლო და საშველად მეზობლებს მოუხმო. ქალები საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე დღეში სახლში გაწერეს. 

მკურნალი ექიმის თქმით, ქალები შარდმა გადაარჩინა.

„შარდი ძირითადად წყლისგან შედგება, მართალია, მასში არის ტოქსინები, მაგრამ გარკვეული დროით შესაძლებელია ორგანიზმის შენარჩუნება“,-განაცხადა ექიმმა. 

Facebook Comments

ახალი დადებული