თამარ ბაჩალლიაშვილის მამა აცხადებს, რომ მის შვილს სავარაუდოდ, პრობლემები სამსახურთან დაკავშირებით ჰქონდა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც 5- დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცლილი იპოვეს, ბოლო დროს სამსახურიდან გაღიზიანებული ბრუნდებოდა,-ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის მამამ „კურიერთან“ საუბრისას, გოგონას პოვნამდე განუცხადა.

თამარ ბაჩალიაშვილმა სამსახური გაუჩინარებამდე 2 დღით ადრე დატოვა. ის კომპანია „ზეგ“-ში მუშაობდა და მამის თქმით, სავარაუდოდ, პრობლემები იქ შეექმნა.

მშობლებისთვის უცნობი იყო, კონკრეტულად, რას საქმიანობდა მათი შვილი კომპანიაში. დედის თქმით, თამარი ცდილობდა, მშობლებს არ ენახათ, თუ სად მდებარეობდა კომპანიის ოფისი.

მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას, მამამ განაცხადა, რომ რამდენჯერმე სცადა შვილთან ოფისში მისულიყო, მაგრამ 23 წლის გოგო მას ამის საშუალებას არ აძლევდა.

ცოტა ხნის წინ, კომპანია „ზეგ“-ის დირექტორმა, თამარ კობერიძემ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„დავიწყებ იმით, რომ შეშფოთებულები და გაოცებულები ვართ თამუნას გაუჩინარებით და მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით მის სახლში დაბრუნებას.

სამწუხაროა, რომ ასეთ დროს გვიწევს ამ სახის განცხადების გაკეთება:

შპს “ზეგ” არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს. დასაქმებული გვყავს 50-მდე თანამშრომელი და წარმატებულად ვახერხებთ ზრდას. ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ, ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები. ასევე მოგეხსენებათ, პროგრამისტის სამუშაოს აღწერა საკმაოდ რთულია მათთვის, ვინც კომპიუტერული ენა არ იცის. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, თუ რატომ შეიძლება ვერ ახსნა რას აკეთებს კონკრეტულად პროგრამისტი, იგივე დეველოპერი. პანდემიის დაწყებიდან გადავედით მუშაობის ონლიან რეჟიმში და თამუნას ბოლო პროექტი მოიცავდა ჩვენივე თანამშრომლებისთვის ონლიან სისტემის შექმნას, სადაც შევძლებდით თანამშრომლების საათების დათვლას. თამუნამ ეს პროექტი წარმატებით გააკეთა და განაგრძობდა მის მონიტორინგს და ხარვეზების გასწორებას.

რაც შეეხება თამუნას გაუჩინარებას, როგორც ზემოთ ვახსენე, ყველა ჩვენთაგანისთვის მისი გაუჩინარება არის ამოუხსნელი.

თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის მანძილზე რამდენიმეჯერ ჰქონდა გაჟღერებული, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა. აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილება ჩვეულებრივად მივიღე და ველოდებოდი, რომ ორშაბათს შემეხმიანებოდა.

როგორც უკვე ყველამ ვიცით, თამუნა შაბათს გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა. აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ხშირად ვეხმიანებით თამუნას ოჯახს, ჩვენვე მივაწოდეთ მათ მედიის ჩართვის იდეა გამოძიების დაჩქარების მიზნით, უპასუხოდ არავის ვტოვებთ და სულმოუთქმელად ველით თამუნას პოვნას“, – აცხადებს შპს “ზეგ”-ის დირექტორი თამარ კობერიძე.

Facebook Comments

ახალი დადებული