აშშ არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას-მაიკ პომპეო –

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ უელსის დეკლარაციის 80 წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტზე თავდასხმას.

„აშშ-ს არასოდეს უღიარებია ბალტიისპირეთის ქვეყნების იძულებითი შესვლა საბჭოთა კავშირში, ასევე არასდროს შეეგუება რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე თავდასხმას ყირიმის ანექსიის, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამომწვევი მარიონეტების მხარდაჭერის, ან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით”, – აღნიშნულია პომპეოს განცხადებაში, რომელიც აშშ-ისა სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

უელესის დეკლარაცია 1940 წლის 23 ივლისს აშშ-ს იმდროინდელმა მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა, სამნერ უელსმა გამოსცა. განცხადებაში აშშ-მ საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების, ლიეტუვას, ლატვიისა და ესტონეთის, ოკუპაცია დაგმო.

Facebook Comments

ახალი დადებული