სხვა ქვეყნების ფონზე საქართველომ სასწაულს მიაღწია-თენგიზ ცერცვაძე

„სხვა ქვეყნების ფონზე საქართველომ სასწაულს მიაღწია“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ეპიდვითარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ვაქცინის ან მედიკამენტის შექმნამდე ერთეული და ათეული კოვიდინფიცირების შემთხვევბი იქნება. ცერცვაძე ამბობს, რომ იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოს ქვეყნებში მზარდი სტატისტიკაა, საქართველოში კოვიდინფიცირების ათეული შემთხვევები ფიქსირდება.

„მთელ მსოფლიოში მზარდი სტატისტიკაა, ოღონდ მზარდი სტატისტიკა ჩვენთან იზომება ერთეულებით ან ყველაზე მეტი ათეულობით. ერთადერთი იყო გუშინდელი შემთხვევა, როდესაც 24 შემთხვევა დაფიქსირდა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში 20-ს ქვემოთ არის. მთელ მსოფლიოში იზრდება კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევები, ოღონდ იქ იზრდება ასეულობით, ათასეულობით და ათეულ ათასობით. აშშ ყოველდღე ამყარებს რეკორდს 60-63 ათასი შემთხვევით. ჩვენს მეზობელ ქვეყნებში 500-600 შემთხვევა ფიქსირდება, თურქეთში 1500 შემთხვევა, ამ ფონზე საქართველომ ისედაც სასწაულს მიაღწია გამორჩეული და კარგი საქმიანობით. მთლად იმდენს ვერ აღწევს საქართველო, რომ არცერთი შემთხვევა არ იყოს. 2, 5 და 10 შემთხვევა სულ იქნება, ტრაილერის მძღოლები შემოდიან რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. რამდენიმე ათეული ტრაილერი შემოდის დღეში ქვეყანაში. ადამიანის ფსიქოლოგია ისეა მოწყობილი, რომ რაც არ უნდა არწმუნო და შეახსენო, როდესაც ხედავს, რომ რეალურად საფრთხე არ ჩანს, ისინი გამოვიდნენ, დაიწყეს შეკრებები, დაიწყეს ნორმალური ცხოვრება, ძალიან ჩქრა დაუბრუნდნენ ამას. დადიან კურორტებზე ისვენებენ, დაუბრუნდნენ საქმიანობას და არცერთი მათგანი არ ხდება ავად, ბუნებრივია მოდუნდნენ ადამიანები. შესაძლოა ცალკეული შემთხვევები რომ არის ეს მათ გამოსაფხიზლებლად სასარგებლოც იყოს, რომ კოვიდი არსად წასულა, ის მსოფლიოში რჩება გაძლიერებული ფორმით და მხოლოდ საქართველოა გამონაკლისი. ამიტომ ჩვენ ხშირად გვეკითხებიან და თვითონ მოსახლეობა ითხოვს, რომ ძალიან ნუ გავთამამდებით. შევირგოთ, ის რასაც მივაღწიეთ. ეს სერიოსულ საფრთხეს არ ქმნის და ამ კონტექსტში მინდა ვთქვა, რომ ინფექციურისთვის ახალი შენობის მოცემა ძალიან გამართლებული იყო, იმიტომ რომ სამწუხაროდ, სანამ ვაქცინა არ შეიქმნება ან მედიკამენტი და ეს აუცილებლად მოხდება, უკვე არის სიგნალები, რომ წარმატებული ვაქცინები შექმნილია, მანამდე კოვიდთან თანაცხოვრება მოგვიწევს.ერთეული და ათეული შემთხვევები იქნება და ამ შემთხვევებს უნდა დახვდეს ძლიერი კლინიკური სექტორი“, – აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული