იმედის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მედიკემნტს რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში იპოვეს, 20 აბი აკლია

იმედის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაციით, მედიკემნტს რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში იპოვეს, 20 აბი აკლია. 

„იმედი“ აღნიშნული პრეპარატის სახელწოდებას არ ახმოვანებს იმ მიზეზით, რომ არ მოხდეს მისი პოპულარიზაცია. „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გარდაცვლილის მანქანიდან ამოღებულია ე.წ. ანტი არითმიული გულის წამალი. სამედიცინო ლიტერატურაზე დაყრდნობით, ერთდროულად ამ მედიკამენტის 20 ერთეული აბის მიღება ლეტალურ შედეგს 20 წუთიდან 1 საათის განმავლობაში იწვევს. 

ოჯახის ადვოკატისა და დამოუკიდებელი ექსპერტის ინფორმაციით, გარდაცვლილს სხეულზე ხილული ტრავმული დაზიანებები არ აღენიშნება. სიკვდილის უშუალო მიზეზის დასადგენად კი, საჭიროა ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება. 

თამარ ბაჩალიაშვილის მიერ მედიკამენტების ყიდვის ფაქტი გამოძიებას უკვე დადგენილი აქვს, ახლა დგინდება, არის თუ არა ის მისი ჩანთიდან ამოღებული მედიკამენტების იდენტური. შსს-ს განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილს პირადი ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელიც უკვე გამოკითხულია. 

ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თვითმკვლელობა ერთადერთი ვერსიაა. მისივე თქმით, არსებობს ზეწოლის ფორმა, რომლის დროსაც ადამიანი თავს იკლავს და ეს შეიძლება იყოს არა ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლა.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს სახლიდან დილის 10:00 სთ-ზე გავიდა. მშობლებმა მისი გაუჩინარების შესახებ სამართალდამცველებს საღამოს საათებში შეატყობინეს. ბოლო ლოკაცია, სადაც ბაჩალიაშვილის ავტომობილი დაფიქსირდა, სოფელი ხაიშია. სამართალდამცველები ძებნას სწორედ ამ სოფლის ეზოებსა და ავტოფარეხებში აწარმოებენ, გამოიკითხა ათეულობით ადამიანი. ავტომობილი კი, მე-5 დღეს სოფლიდან 15 კმ-ის მოშორებით აღმოჩნდა.

Facebook Comments

ახალი დადებული