ჟურნალისტური გამოძიება – სააკაშვილი და ადეიშვილი, რომლებიც ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში დამნაშავედ სცნეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ პომპეზურად დანიშნა უკრაინის სასამართლოებსა და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველებად

„მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი, რომლებიც ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში დამნაშავედ სცნეს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ პომპეზურად დანიშნა უკრაინის სასამართლოებსა და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველებად და არავითარ შემთხვევაში არ უშვებს მათ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას” – ამბობენ უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები საგამოძიებო ჟურნალისტურ ფილმში, სადაც სრულად არის აღწერილი სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ანატომია.


მათი თქმით, „სასამართლო გაოგნებულია ქვეყნის პრეზიდენტის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოების და მთავრობის ყველა განშტოების შეთანხმებული ქმედებებით, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სამართლიანობამ არ იზეიმოს!,“ – ესეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს მისი დასრულებამდეც დამნაშავედ ცნობდა.


„უკრაინისთვის ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობა იგივეა, რაც საქართველოსთვის სანდრო გირგვლიანის ქეისი. სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის თანახმად, სანდრო გირგვლიანი 2011 წლის 26 აპრილს მოკლეს ზონდერ-მკვლელებმა, რომლებიც დაქირავებული იყვნენ იმდროინდელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მეუღლის ბრძანებით, ივანე მერაბიშვილის რომელიც ეხლა სააკაშვილის პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია. მკვლელობაში დადანაშაულებული პირების სასჯელაღსრულების ვადების შემცირება და პატიმრობიდან განთავისუფლება,რომლებიც შეიწყალა მაშინდელმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა საპრეზიდენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ” – ამბობენ გამომძიებელი ჟურნალისტები.
მათივე თქმით, გირგვლიანის მკვლელების დანაშაულის დამალვის გამო მიხეილ სააკაშვილი სამმა სასამართლო ინსტანციამ გაასამართლა.
„სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის იგივე სისასტიკეების გამო, სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის იგივე სისასტიკეებზე, მისი ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან დღემდე, სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა 111 გადაწყვეტილება, სადაც 92 შემთხვევაში სახელმწიფო აღიარებულია დამნაშავედ და კომპენსაციის გადახდა დაევალა.

საქმეების თითქმის მესამედი უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ათობით შემთხვევა უკავშირდება მოქალაქეთა უსაფრთხოების მუქარას, ათზე მეტი – სიცოცხლის საფრთხეს, რეჟიმის ძალადობრივ ხელყოფას საქართველოს მოქალაქეების ქონებაზე, მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე. სტრასბურგის განაჩენების მესამედზე დადგინდა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩამოართვა საქართველოს მოქალაქეებს სასამართლო საქმის სამართლიანი მოსმენის უფლება” დღეს მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი, რომლებიც დამნაშავედ სცნეს ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში, საჩვენებლად კი არ დახვრიტეს, არამედ პირადად პრეზიდენტ ზელენსკიმ პომპეზურად დანიშნა უკრაინის სასამართლოებსა და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველებად და არავითარ შემთხვევაში არ უშვებს მათ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას” – ამბობენ გადაცემის ავტორები,

Facebook Comments

ახალი დადებული