საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,

საქართველოში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობა 1085-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 4-ით გაიზარდა და 911-ს შეადგენს.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5724 მოქალაქე იმყოფება.

Facebook Comments

ახალი დადებული