ჩემს დაკავშირებას შეეცადნენ გარდაცვლილ გოგოსთან ეს ლეშისმჭამელები, შაქარაშვილი აღარ არის საინტერესო თქვე სვავებო თქვენა?

ნაციონალური მოძრაობის ახალი ტაქტიკაა ნებისმიერი ტრაგიკული შემთხვევის ბინძურად, სვავივით გამოყენება და მათ მიერ მართული ტელევიზიებით აჟიოტაჟის ატეხვა,-ამის შესახებ შალვა რამიშვილმა გადაცემაში „სამნი და კომპანია“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ ძალის მიერ ხდება ტრაგედიის კომერციალიზაცია.

შალვა რამიშვილი ტელეკომპანია „მთავარში“ გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ოფისში, სადაც 23 წლის გარდაცვლილი გოგონა, თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, ტროლების ქარხანაა და შესაბამისად, შალვა რამიშვილიც იქ მუშაობს. 

„ბავშვობაში რომ პრობლემები ჰქონდათ, ვიცი, მაგრამ ოდესღაც ადამიანები ხომ იყვნენ. ჩემს დაკავშირებას შეეცადნენ გარდაცვლილ გოგოსთან. ამ ოფისში ნამყოფი არ ვარ, იქ არც ჩემი მეგობარი, არც ნაცნობი, არც შეყვარებული არ ცხოვრობდა არასდროს.  ტრაგედია მოხდა და სვავებივით მეცნენ მე. ნებისმიერ სიტუაციას იყენებენ, რომ postv, მე,„ქართული ოცნება“ გასვარონ. ახალგაზრდა გოგოს სიკვდილს იყენებენ ეს ლეშისმჭამებლები. შაქარაშვილი აღარ არის საინტერესო თქვე სვავებო თქვენა? ახალი იშოვეთ? სუნი იკარით არა? თქვენი დედა ვატირე“,- მიმართა რამიშვილმა „ნაცმოძრაობას“.

მისივე თქმით, ახლა „ნაცმოძრაობა“ და მისი ტელევიზიები ამტკიცებენ, რომ პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ვერ შეასრულა. 

„ტვ-პირველზე, აქციამდე გავიდა სიუჟეტი, სადაც გამოკითხეს სოფლებში მცხოვრები მეზობლები და აბსოლუტურად ყველა პასუხობს, რომ პოლიცია დღე და ღამე მუშაობდა, ამის მერე წამყვანი ამბობს, რომ პოლიცია არაფერს აკეთებს. მათ იციან, რომ სასტიკად ფარჩაკდებიან არჩევნებზე. იციან, რომ კიდევ ერთი მარცხი მათ მოკლავს. თუ ისინი ხალხზე არ ძალადობენ, ისინი ვერ იარსებებენ. ნიკა გვარამია ძალაუფლების გარეშე ვერ იარსებებს. ამიტომ რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით მეტ სიგიჟეებს მოაწყობენ და ბოლოს შეიძლება, მოსახლეობა  მათ გაუსწორდეს“,-აცხადებს შალვა რამიშვილი.

მისვე თქმით, „ნაცმოაძრაობას“ გესლიანი კბილი ბიძინა ივანიშვილმა ამოაძრო, ხალხს ვეღარ კლავენ და ახლა ასე იგესლებიან.

„ახლა ჩვენ უნდა დავმშვიდდეთ და ისინი არჩევნებზე გადავიხიოთ“,-ამბობს რამიშვილი. 

Facebook Comments

ახალი დადებული