აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც კრემლში აღნიშნავენ, მხარეებმა სტრატეგიული სტაბილურობისა და შეიარაღების კონტროლის საკითხი განიხილეს.

„აღნიშნულ კონტექსტში მხარეებმა დაადასტურეს ამ საკითხებზე ორმხრივი კონსულტაციების მნიშვნელობა. საუბრის დროს აღნიშნული იყო გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების სამიტის ჩატარების თაობაზე რუსეთის ინიციატივის მნიშვნელობა“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

Facebook Comments

ახალი დადებული