კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ნებისმიერი უცხოური ინვესტიცია საქართველოში არის დაცული

„კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ გვაქვს კონსტრუქციული პოზიცია და რომ ნებისმიერი საერთაშორისო და უცხოური ინვესტიცია საქართველოში არის დაცული. არც ერთ კომპანიას, რომელიც კეთილსინდისიერად საქმიანობს, საქართველოში საფრთხე არ ემუქრება“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ „ფრონტერასთან“ დაკავშირებული შეკითხვის საპასუხოდ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ფრონტერასთან“ დაკავშირებით არა რომელიმე მხარის შეფასებები, არამედ თავად გადაწყვეტილებაა მნიშვნელოვანი, რომელიც არბიტრაჟმა მიიღო.

მოგეხსენებათ, საქართველომ ამ დავაში თავისი პოზიციები დაიცვა, სიმართლე არის ჩვენს მხარეს. რაც შეეხება შეთავაზებას, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს ერთი პროცენტის ფარგლებში, რომელიც კონტრაქტშია მოცემული, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლიან მიდგომას ამერიკული ინვესტიციების მიმართ და ამ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ გვაქვს კონსტრუქციული პოზიცია და რომ ნებისმიერი საერთაშორისო და უცხოური ინვესტიცია საქართველოში არის დაცული“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს მთავრობამ მიიღო  გადაწყვეტილება, აღარ მოშალოს „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენთან“ კონტრაქტი და შესაძლებლობა მისცეს კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

Facebook Comments

ახალი დადებული