ხვალიდან ლილო მოლში დასაქმებულების სკრინინგი იწყება – დაიხურება თუ არა ბაზრობა?

24 ივლისიდან, ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულების სკრინინგი დაიწყება. , ბაზრობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას, პარალელურად კი, დასაქმებულების სკრინინგი მოხდება.

„ ამირან გამყრელიძე ბრძანდებოდა. მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ, თუმცა გავამკაცრებთ კონტროლს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე. პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გეოგრაფიული კონტაქტების ტესტირებას, რადგან ახლოს ვართ იმ რაიონის სოფლებთან, სადაც იმატა ვირუსის რაოდენობამ“,- აღნიშნა გიორგი კვარაცხელიამ.

მისი თქმით, რეკომენდაციების დაცვაზე კონტროლი გამკაცრდება როგორც მომხმარებლებზე, ისე იქ დასაქმებულებზე.

„განვახორციელებთ ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც ამირან გამყრელიძე შემოგვთავაზებს“,- აცხადებს „ლილო მოლის“ დირექტორი.

Facebook Comments

ახალი დადებული