პანკისში ქისტებსა და სოფელ მატანის მცხოვრებლებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოსახლეობაა შეკრებილი. ადგილობრივები გვიან ღამით, პანკისის სოფელ დუისში, ქისტებსა და მათ თანასოფლელებს შორს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე მსჯელობენ.

მატანელები ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, სხვა შემთხვევაში კი პანკისთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გადაკეტვას აპირებენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. ისინი ვითარებას სრულად აკონტროლებენ და პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.

Facebook Comments

ახალი დადებული