სვანეთში, სოფელ ლენჯერში 13 წლის ილია ფილფანს მეშვიდე დღეა უშედეგოდ ეძებენ. დაკარგულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭი სახლიდან 18 ივლისს, 11:00 საათზე გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ბოლოს ის სოფელ ლენჯერში ნახეს.
როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, ბიჭი ველოსიპედით მეგობრებთან ერთად ხშირად დადიოდა სასეირნოდ, თუმცა ბოლოს მარტო გავიდა სახლიდან. დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი.
დაკარგულის მამა ვარაუდობს, რომ მოზარდს სახლიდან გაქცევა რამდენიმე კვირით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი და ამისთვის თანხასაც აგროვებდა.”დარწმუნებული ვარ გაქცევისთვის ემზადებოდა რამდენიმე კვირით ადრე, აგროვებდა ფულს და იყო ისეთ დეტალები რაც ამას მაფიქრებინებს. ჩვენ ზამთარში ჩამოვედით სვანეთში და პანდემიის გამო აქ დარჩენა მოგვიწია.