საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 ადამიანი დაინფიცირდა, 1 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 912 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 5936 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული