ლაფერაშვილი აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილის გადასვენების კადრებმა ტელეკომპანიას რეიტინგი მოუმატა

ტელეკომპანია “ფორმულას” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რატომ გაუშვა თამარ ბაჩალიაშვილის გადასვენების შემზარავი კადრები პირდაპირ ეთერში.

როგორც კომენტარიდან ირკვევა, ლაფერაშვილი მიიჩნევს, რომ რეიტინგი სწორედ ასეთ კადრებს აქვს. 

“მაგ დროს არის მარტივი გამოსავალი: არ გაუშვა ლაივში როგორ ნახულობს მკვდარ შვილს მამა – ამაზეც მინდა გიპასუხო. 18K უყურებდა მაგ ამბავს ლაივში და რა მომენტშიც ეგ კადრი შეიცვალა 10k- ზე ჩამოვარდა ყურებადობა. იქნებ ცოტა სარკეშიც ჩავიხედოთ”, – წერს ლაფერაშვილი. 

„მერე უტყდებათ, ლეშისმჭამელებს რომ ვუწოდებთ!”,-ამბობს შალვა რამიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული