დღე-ღამეში ბრაზილიაში კორონავირუსს 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 23 529 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 2 098 389-მდე გაიზარდა.

24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში ვირუსს 716 ადამიანი ემსხვერპლა და ვირუსით გარდაცვლილთა ჯამურმა რიცხვმა 79 488 შეადგინა.

ვირუსისგან განკურნება 1 371 229-მა ადამიანმა შეძლო.

ბრაზილიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.

Facebook Comments

ახალი დადებული