იუნიორთა შორის გრან პრის სერიის ეტაპები ფიგურულ ციგურაობაში 2020 წელს კორონავირუსის გამო აღარ გაიმართება

იუნიორთა შორის გრან პრის სერიის ეტაპები ფიგურულ ციგურაობაში 2020 წელს, კორონავირუსის გამო, აღარ გაიმართება. ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო საციგურაო კავშირმა სამედიცინო კომისიასა და სამუშაო ჯგუფთან კონსულტაციების შედეგად მიიღო.

კავშირის წევრები 3 აგვისტოს მორიგ სამუშაო შეხვედრას გამართავენ, სადაც უფროსებს შორის გრან პრის ეტაპების გამართვის შესაძლებლობაზე იმსჯელებენ.

წლის დასაწყისში დადგენილი კალენდრით, პირველი ეტაპი ოქტომბრის ბოლოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩატარდეს.

2019 წელს იუნიორთა შორის ჩატარებულ გრან პრიზე მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას ქართულმა წყვილმა ოქროს მედალი მოიპოვა.

Facebook Comments

ახალი დადებული