კობახიძე: თემურ აბაზოვი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება

„თემურ აბაზოვი „ქართული ოცნების საარჩევნო სიაში არ იქნება“- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს საკითხი „ქართულ ოცნებაში“ არც განხილულა.

„მკაფიო პასუხი შემიძლია გაგცეთ, რომ ის არ იქნება „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში. ასეთი რამ არ განხილულა და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გავაკეთო ეს განცხადება“, – აღნიშნა „რუსთავი 2 “ -ს ეთერში კობახიძემ.

ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. აბაზოვის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

Facebook Comments

ახალი დადებული