“მომიტევოს ბადრი ჯაფარიძემ, მაგრამ ბანკირმა-პოლიტიკოსმა ხაზარაძემ წარგადგინოს და შემდეგ ვინმეს კონკურენტი აღმოჩნდე, მე ვერ წარმომიდგენია”

“მომიტევოს ბადრი ჯაფარიძემ, მაგრამ ბანკირმა-პოლიტიკოსმა ხაზარაძემ წარგადგინოს და შემდეგ ვინმეს კონკურენტი აღმოჩნდე, მე ვერ წარმომიდგენია”, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

არჩევნებისას თაკო ჩარკვიანი და ბადრი ჯაფარიძე საბურთალოს ოლქში კონკურენტები იქნებიან.

„თავად გადაწყვეტს ამომრჩეველი. მე არ ვაპირებ, ეს პროცესი წავიყვანო კონკურენტების ლანძღვით. მინდა, რომ ახალი სტილი შემოვიდეს. გადავხედოთ წარსულს და იმას, თუ ვის რა აქვს გაკეთებული.

მე იმიტომ მოვდივარ, რომ იმ ადამიანებთან დავდგე კონკურენციაში, რომლებმაც საბანკო სისტემის განვითარებაში კი არა, საბანკო სისტემის განადგურებასა და მევახშეობის წინ წამოწევაში დიდი წვლილი შეიტანეს; მომავალ საკანონმდებლო ორგანოში დავიცვა მათ მიერ განადგურებული ადამიანების ინტერესები.

მომიტევოს ჯაფარიძემ, პიროვნულად არავისთან მაქვს საწინააღმდეგო, მაგრამ ბანკირმა-პოლიტიკოსმა ხაზარაძემ წარგადგინოს და შემდეგ ვინმეს კონკურენტი აღმოჩნდე, პირადად, მე ვერ წარმომიდგენია. მე ვაპირებ, საქმიანად ვისაუბროთ ჩვენს გაკეთებულ თუ გაფუჭებულ საქმეებზე. 30 წელი ერთ წრეზე ტრიალი უნდა შეწყდეს და ეს ამომრჩევლის გადასაწყვეტი იქნება“, – აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული