„ქრონიკის“ ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს, რომლის ცხედარიც თეთრიწყაროს ტყეში იპოვეს, საბანკო ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა. ინფორმაცია ამის შესახებ ექსკლუზიურად „ქრონიკამ“ მოიპოვა.

როგორც დღეს ჟურნალისტებს გარდაცვლილის ბიძამ, კობა თამაზაშვილმა განუცხადა, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა რომ იმ ადგილას ყოფილიყო, ოჯახი მას გაუჩინარებიდან მეორე დღესვე იპოვნიდა.

„ოჯახს აქვს კითხვები გამოძიებასთან, რადგან დაემატა კიდევ ახალი მუხლი – თვითმკვლელობამდე მიყვანა და გვაინტერესებს, ვის უნდა გაეკეთებინა ეს. თავიდანვე გაჩნდა ეჭვები, რომ მანქანა შეიძლება თავიდანვე იქ არ ყოფილიყო. იმ ადგილებში შეგვეძლო თუნდაც კვირა დღეს, ანუ გაუჩინარებიდან მეორე დღეს დაგვეფიქსირებინა. ანაბარის მიმართაც ძალიან ბევრი კითხვები ჩნდება. თუ ანაბარს მიუთითებდა, მაშინ დატოვებდა ბარათს და პინ კოდსაც“, – განაცხადა კობა თამაზაშვილმა.

სამართალდამცველებმა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილში იპოვეს წერილი, რომელიც სავარაუდოდ მან თავის ოჯახს დაუტოვა. „ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ“ – ნათქვამია წერილში, რომლის ავთენტურობა გამოძიებამ და ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს.

Facebook Comments

ახალი დადებული