ABBA 5 ახალ სიმღერას გამოუშვებს

ლეგენდარული შვედური ჯგუფი ABBA ახალი სიმღერების გამოსაშვებად ემზადება. ამის შესახებ გამოცემა The Independent-ი წერს. 5 ახალი სიმღერის გამოშვებას ჯგუფი წელს გეგმავდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო პროცესი გაჭიანურდა.

საყოველთაო აღიარება შვედურმა კვარტეტმა 1974 წელს მოიპოვა, როდესაც ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა. ჯგუფს მსოფლიოში 735 მილიონზე მეტი დისკი აქვს გაყიდული და ამ მაჩვენებლით პლანეტაზე ყველაზე გაყიდვად მუსიკალური ჯგუფად ითვლება. 2010 წელს ABBA როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

Facebook Comments

ახალი დადებული