2004-2012 წლებში უგზო-უკვლოდ დაკარგვის 2040 შემთხვევა იყო, ხოლო 2013-2019 -ში – 1378 შემთხვევა

„ვიცი, არ უყვართ მაგათ წარსულსა და 2004-2012 წლებზე ლაპარაკი, მაგრამ მომავალი მაგათ არ აქვთ და, აბა, რაზე ველაპარაკო? რიცხვები და მხოლოდ მშრალი რიცხვები”, – წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ბოჟაძე და კრიმინალთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

მისი თქმით, „გაქცეული პრეზიდენტი” და მისი „ნაციონალური მოძრაობა” საქართველოში გაზრდილ კრიმინალზე საუბრობს, სინამდვილეში მხოლოდ მათი პარტიულ ტელევიზიების მიერ კრიმინალის გაშუქების სიხშირე და ინტენსივობა გაიზარდა.

„რიცხვები და მხოლოდ მშრალი რიცხვები: 2006-2012 – რეგისტრირებული დანაშაული – დაახლოებით 300 ათასი, გახსნის მაჩვენებელი კი, დაახლოებით, 110 ათასი (36,6 %); 2013-2019 – რეგისტრირებული დანაშაული – დაახლოებით 300 ათასი. გახსნის მაჩვენებელი – 151 214 (50,4 %); 2006-2012 – 1517 განზრახ მკვლელობის შემთხვევა, 2012-2019 – 729 შემთხვევა; 2006-2012 – მკვლელობის მცდელობის 2134 შემთხვევა, 2013-2019 წწ – 821 შემთხვევა; 2006-2012 – ყაჩაღობის 6061 შემთხვევა, 2013-2019 – 2084 შემთხვევა; 2004-2012 – 2040 უგზო-უკვლოდ დაკარგული, 2013-2019 – 1378 შემთხვევა”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

მისივე თქმით, სახელმწიფომ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო უსაფრთხო საქართველოში ვიცხოვროთ.

Facebook Comments

ახალი დადებული