მითითებული ნომრები გადავამოწმე – რას წერენ „გაუჩინარებულ“ ქალზე

სააგენტოების presa.ge-სა და droni.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია თამარ მჭედლიშვილის უგზო-უკვლოდ გაუჩინარების შესახებ სიცრუეა, ამის შესახებ ზაქარია მამაგულაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მითითებულ ნომრებზე გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ ნომერი ეკუთვნის ძაღლების თავშესაფრის თანამშრომელს, რომელიც ერთ-ერთი მეპატრონისგან, თამარ მჭედლიშვილისგან ძაღლის მორჩენის სანაცვლოდ, გასამრჯელოს ელოდება, თუმცა ქალი თურქეთში ისე გაემგზავრა, რომ არც ფული გადაიხადა და ძაღლიც არ წაიყვანა.

„მორიგი სიცრუე!
ქალბატონმა Irinola Chubinidze-jangiani გადაამოწმა,-წერს მამაგულაშვილი.

„ამ წუთას გადავამოწმე 00995 599 73 99 70, ჯერ მამაკაცმა აიღო შემდეგ ქ-ნ თეონას ვესაუბრა. რომელიც როგორც გავარკვიე, მუშაობს ძაღლების თავშესაფარში.
ამ ქალბატონს დაუტოვებია ავადმყოფი ძაღლი და წასულა თურქეთში…
ქალბატონი ეძებს, რადგან მისი ძაღლი მოარჩინა ( მარტო ერთხელ იყო სანახავადო ) ფულს ელოდება და ეს გაქრა……
ასე მგონია უკვე რაც უფრო საზარელ ამბებს დაწერენ უფრო გახარებულები და კმაყოფილები არიან.
წადი თქვენი ……
რატომ გიხარიათ საქართველოში ცუდი, აქ რა შუაშუა მიშა და ბიძინა.
და მართლა წადით თქვენი პროვოკატორი (დანარჩენი თქცენ დააბოლოვეთ)
და მართლა ….
წადი თქვენი ისიც კმარა რაც ხდება“,-წერს პოსტის ავტორი.

Facebook Comments

ახალი დადებული