ვასილ დაბრუნდაშვილი: ბაჩალიაშვილი თავისი ხელფასით ასეთ სოლიდურ თანხას ვერ მოაგროვებდა

თამარ ბაჩალიაშვილს სამი წლის განმავლობაში ხელფასიდან რომ არ დაეხარჯა არცერთი თეთრი, იმ თანხას მაინც ვერ მოაგროვებდა, რაც მას ანგარიშზე ედო,- ამის შესახებ ჟურნალისტი ვასილ დაბრუნდაშვილი გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ საუბრობს. მისივე თქმით, საუბარია იმდენად სოლიდურ თანხაზე, რომ ოჯახი გაოგნებულია, საიდან შეიძლება 23 წლის გოგოს ჰქონოდა ამხელა თანხა. 

ჟურნალისტის თქმით, გოგონას  ხელფასის ჯამური რაოდენობა არ არის ადექვატური იმ დანაზოგთან რაც მას აქვს.

გარდაცვლილის ბიძა იხსენებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი ოჯახთან არ საუბრობდა, რა სახის სამუშაოს ასრულებდა ოფისში. ბოლო 3 თვის განმავლობაში კი, კარანტინის გამო, სახლიდან მუშაობდა.

თამარ ბაჩალიაშვილის პირადი ლეპტოპი ამჟამად პოლიციაშია. თუ სამართალდამცველებმა მისი გახსნა შეძლეს, სავარაუდოდ, ბურუსით მოცულ საქმეს ფარდა აეხდება.

Facebook Comments

ახალი დადებული