აშშ-სა და კარიბის ზღვის კუნძულებს ქარიშხალი უახლოვდება

აშშ-სა და კარიბის ზღვის კუნძულებს ამ დღეებში ქარიშხალი ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ქარიშხალი, სახელწოდებით „ჰანა“ ტეხასს, ქარიშხალი „დუგლასი“ და „გონსალო“ კი ჰავაის, კარიბის ზღვის კუნძულებს უახლოვდება. ქარიშხალი „ჰანა“, რომელიც ტეხასს უახლოვდება, მექსიკის ყურეშია, ქარიშხალი „დუგლასი“, რომელიც ჰავაის ემუქრება – წყნარ ოკეანეში, ტროპიკული შტორმი „გონსალო“ კი – ატლანტის ოკეანეშია და კარიბის ზღვის კუნძულებს უახლოვდება.

Facebook Comments

ახალი დადებული