ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, ლეტალური შედეგი გულთან დაკავშირებულმა თანმხლებმა დაავადებამ და მიოკარდიუმის განმეორებითმა ინფარქტმა გამოიწვია. ინფიცირებული კაცი გუდაუთის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე კოვიდინფიცირების 55 შემთხვევაა აღწერილი, მათგან 37 გამოჯანმრთელდა და 2 გარდაიცვალა.

რაც შეეხება ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას; აქ კორონავირუსის 1131 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 920 ადამიანი, 16 პაციენტი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 6183 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

Facebook Comments

ახალი დადებული