საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად ბერლინიდან სპეცრეისი შესრულდა

საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად მორიგი სპეცრეისი ბერლინიდან შესრულდა. ფრენა კომპანია Myway Airlines-მა განახორციელა და სულ 137 მოქალაქე დაბრუნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ჩამოსულმა მგზავრებმა აეროპორტშივე გაიარეს სამედიცინო შემოწმება, რის შემდეგაც სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. ისინი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 104 სასტუმროში საკარანტინო სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება.

დღეისათვის საკარანტინო სივრცეებში 6277 ადამიანია განთავსებული.

Facebook Comments

ახალი დადებული