კენი უესტი კიმ კარდაშიანს ბოდიშს უხდის

ამერიკელი რეპერი კენი უესტი, რომელიც აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, ტვიტერის საკუთარ გვერდზე თავის მეუღლეს, კიმ კარდაშიანს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ პირადი პრობლემემები საჯარო გახადა.

თავის პოსტში მუსიკოსი კარდაშიანს პატიებას სთხოვს, რომ მათი პირადი საქმეები საზოგადოებას გააცნო. ამასთან, არ ამბობს, კონკრეტულად რაზეა საუბარი. მომღერალი ცოლს მიმართავს და აღიარებს, რომ გული ატკინა, ასევე მადლობას უხდის გვერდში დგომისთვის. 

მანამდე კენიე უესტმა რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობდა, რომ ცოლს მისი ფსიქიატრიულში გამოკეტვა უნდა და მასთან გაშორებას აპირებს. მოგვიანებით პოსტები წაიშალა, კარდაშიანმა კი დაწერა, რომ უესტს ბიპოლარული აშლილობა აქვს. 

Facebook Comments

ახალი დადებული