„ალეკო ელისაშვილის არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს?” – დავით სერგეენკო

საბურთალოს რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს განცხადებით, მას, სავარაუდო მეტოქის, ალეკო ელისაშვილის არ ეშინია. ამის შესახებ მან მ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ალეკო ელისაშვილის არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს? არანაირად არ მეშინია. თუ ისე მოხდება, რომ ის ღირსეული მეტოქე იქნება, ღირსეულ მეტოქესთან ყოველთვის ძალიან კარგია ასპარეზობა, გინდა პოლიტიკურ ველში და გინდაც სპორტულში. თუმცა, შიშით არც მე არ მეშინია და არც ჩემს გუნდს არ შეშინებია და მისი შიშით მე არ დავუყენებივარ” -განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ადასტურებს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიაში ექსპრემიერის საკითხი ჯერ კიდევ განიხილება. თუმცა სერგეენკო ამბობს, რომ საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა მამუკა ბახტაძე საარჩევნო სიაში.

“მამუკა ბახტაძესთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო, ფინალური გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მის პოზიციას აქვს მნიშვნელობა და გუნდის პოზიციას” – განაცხადა სერგეენკომ.

Facebook Comments

ახალი დადებული