ამირან გამყრელიძის განცხადებით, რესტორნებიდან დაავადების გავრცელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ჯერჯერობით შემთხვევა, რომ რესტორნებიდან დაავადება გავრცელებულიყო, არ გვქონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა – არ უნდა მოვეშვათ! დიდი ყურადღება გვმართებს. აუცილებელია რეგულაციების დაცვა და ვიცი, რომ არსებული რეგულაციების დაცვა რესტორნებში საკმაოდ კარგად ხდება, რაც ძალიან კარგია, ამიტომ იქ ინფექციის შიდა გავრცელების რისკის ალბათობა შედარებით შემცირებულია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველოში 8 ივნისიდან რესტორნები გაიხსნა.

Facebook Comments

ახალი დადებული