გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელობენ

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობენ. დაცვის მხარე გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულთა გათავისუფლებას მოითხოვს.

სხდომა გაიხსნა ადვოკატ ვასილ მამულაშვილის შუამდგომლობით, მან მოსამართლე მაია ოშხარელის აცილება მოითხოვა. ადვოკატი ამბობს, რომ სხდომის ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, ადვოკატებს დროულად არ ეცნობათ, თუმცა პროკურორების განმარტებით, ადვოკატებს ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ეცნობათ, შესაბამისად, მამულაშვილის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

გამოძიება გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

ბრალდების მხარე დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას მოითხოვს.

Facebook Comments

ახალი დადებული