კორონავირუსის ვაქცინის ყველაზე მასშტაბური კვლევა დაიწყო

დღეს მსოფლიოში ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ყველაზე ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო. კლინიკურ ცდებში 30 ათასზე მეტი ზრდასრული მოხალისეა ჩართული, – ამის შესახებ Aljazeera წერს.

ესაა ბიოტექნოლოგიური კომპანიის, Moderna-ს მიერ წარმოებული ვაქცინის, mRNA-1273-ის კლინიკური გამოცდის მესამე ფაზა, რომლის მიზანიც სიმპტომური COVID-19-ის პრევენციაა.

კვლევა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და საბოლოო პროტოკოლიც უკვე შეთანხმებულია.

კვლევისთვის შეარჩიეს ის ზრდასრული ადამიანები, რომელთაც კორონავირუსით გამოწვეული რესპირატორული დაავადება არ აქვთ.

კომპანიამ, ვაქცინაზე მუშაობისთვის, აშშ-ის ბიომედიცინის კვლევისა და განვითარების სააგენტოსგან (BARDA) $472 მილიონი მიიღო. 

ჯერჯერობით უცნობია, როდის ექნება კომპანიას კვლევის საბოლოო შედეგები.

Facebook Comments

ახალი დადებული