ლადო ბაჭულაშვილი ამბობს, რომ კომპიუტერთან შეხება არ ჰქონია და არც ბაჩალიაშვილის მამისთვის უთქვამს, რომ მისი შვილი შარშია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილი გამოკითხეს.

როგორც მან გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, გენერალურ ინსპექციაში დაბარებული იყო ოჯახის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე.

„დაბარებული ვიყავი გენერალურ ინსპექციაში ოჯახის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, ვითომ მე მითქვამს რაღაც. მე საერთოდ არ მითქვამს ასეთი რამე. პლუს კომპიუტერთან არანაირი შეხება არ მქონია, რადგან კომპიუტერი ამოიღო გამომძიებელმა და პირდაპირ წაიღო ექსპერტიზაზე. მე საერთოდ კომპიუტერთან შეხება არ მქონია“, – აღნიშნა ბაჭულაშვილმა.

მისი განმარტებით, ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა ოჯახთან და მათთან ორჯერ შეხვედრაც შედგა. „პლუს მე სატელეფონო კავშირზე ვიყავი ოჯახთან, რადგან დაწვრილებით ვაკონკრეტებინებდი რა ეცვა, სად წავიდა, სად შეიძლება წასულიყო. ასეთი რამე, კიდევ გეუბნებით, ჩემგან არ თქმულა. არც აქციის მაგვარი, არც რომ თქვენი შვილი შარშია… როგორ ვეტყოდი, როდესაც მე კომპიუტერთან საერთოდ შეხება არ მქონდა. აქციის დღეს მე მაგ კაცთან საერთოდ არ მქონია შეხება. შეიძლება სატელეფონო მქონდა დილას, მაგრამ საღამოს მე არ მქონია“, – განაცხადა ლადო ბაჭულაშვილმა.

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. 

Facebook Comments

ახალი დადებული