სამართალდამცავი, რომელიც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა დღეს დაასახელა, გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ბაჭულაშვილზე თამარ ბაჩალიაშვილის მამა ამბობს, რომ პოლიციელმა მას დაურეკა და უთხრა, რომ მისი შვილი შარში იყო.

ცნობისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი დღეს ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში იმყოფებოდნენ.

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, პირი, რომელიც მასთან მივიდა და შვილის კომპიუტერის გახსნის შემდეგ უთხრა, რომ „თამარი შარში იყო“, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლადო ბაჭულაშვილია.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა და 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

Facebook Comments

ახალი დადებული