ტრამპის საარჩევნო კამპანიის ორგანიზატორი – black lives matter-ს სოროსი აფინანსებს, რომელსაც მათი სოცოცხლე არ აინტერესებს

კამპანიას „ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ აფინანსებს გავლენიანი ბიზნესმენი, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს ფერადკანიანთა ბედი, ამის შესახებ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, კიმბერლი ბელისიმომ „ალტ-ინფოს “ ეთერში საუბრისას განაცხადა.

ზურაბ მახარაძის კითხვაზე, არის თუ არა ეს ბიზნესმენო ჯორჯ სოროსი, კიმბერლი ბელისომომ უპასუხა, რომ დიახ, ეს ადამიანი სწორედ ჯორჯ სოროსია, რომლის მიზანია დაყოფა, დაპყრობა და ხალხის განცალკევება შტატებში.

„მათი მიზანი დესტრუქციულია. იმედია, ამერიკელ ხალხს ეყოფა გონიერება და გააანალიზებს, რომ ეს ფერადკანიანთა სიცოცხლეს არ ეხება. მინდა გითხრათ, რომ ჩვენს მოძრაობაში, კონსერვატორებში ბევრი ფერადკანიანია, მაგრამ როდესაც ისინი გამოდიან, მათ შეურაცხყოფას აყენებენ და დარცხვენილები არიან. ჩვენს ქვეყანაში მიღწევებს, შრომას, ასევე ტალანტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რა მნიშვნელობა აქვს, კაცი ხარ თუ ქალი, ფერადკანიანი ხარ თუ არა“,-განაცხადა კიმბერლი ბელისომომ.

მისივე თქმით, წელს ამერიკელი ხალხი განსაკუთრებული არჩევანის წინაშე დგას.

„დიახ, არჩევნებში ფულს დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვაკეთებთ რეკლამას ტელვიზიით, სოციალურ ქსელებში, ამავე დროს ვფოკუსირდებით საშუალო მასშტაბის ამომრჩეველზე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ მობილიზება კონსერვატორი ამომრჩევლის და ავუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია მაგალითად, კალიფორნიაში, დაუჭირონ მხარი კონკრეტულ ლიდერს და კონკრეტულმა ამომრჩეველმა შემოგვწიროს 20, 25, 40, 100 დოლარი . მე ბედნიერი ვარ, რომ მთელ ამერიკას ვფარავთ“,-აცხადებს პოლიტიკოსი.

მისივე თქმით, ადამიანებს ეშინიათ, რომ თუ არ დაუჭერენ მხარს მოძრაობას “ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“, მათ რასისტებს უწოდებენ.

„მიმდინარეობს დესტრუქციული პროცესები, ეს არ არის მშვიდობიანი პროცესი, სასაცილოც კია, რაც ხდება. იარაღებით მიადგნენ ძეგლების ღობეებს და თანასწორობასა და მშვიდობაზე საუბრობენ, ყოველგვარ ზღვარს გადასცდნენ“,-განაცხადა კიმბერლი ბელისომომ,

მისივე თქმით, თუ არჩევნებში ტრამპი დამარცხდება და ბაიდენი გაიმარჯვებს, კაპიტალიზმი და თავისუფალი ბაზარი განსხვავებული იქნება, ეკონომიკა კი, ჩამოიქცევა.

„მე პირადად მეშინია ტრამპის დამარცხების“,-განაცხადა მან. 

Facebook Comments

ახალი დადებული