ქედელი ბიზნესმენი აცხადებს, რომ თანასოფლელებს დაასაქმებს, თუ ხელისუფლება დაზგების ყიდვაში დაეხმარება

აჭარაში მცხოვრებმა რესან ჟოჟაძემ, რომელმაც პანდემიის დროს გამოსავალი იპოვა და სოციალური ქსელით ხელნაკეთი ხის ნივთების გაყიდვა დაიწყო, ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

ხელნაკეთი, ეკოლოგიურად სუფთა ჭურჭელი ფეისბუქის მეშვეობით უკვე იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჟოჟაძეს დიდი ოდენობით შეკვეთის დაკმაყოფილება უკვე უჭირს, რადგან ძირითადად, ბაბუის დანატოვარ, ძველ დაზგაზე მუშაობს. ახალგაზრდა ბიზნესმენი ამბობს, რომ მშობლიურ სოფელ ქედაში ადამიანების დასაქმება შეუძლია, ამისთვის, კი, თანამედროვე დანადგარები სჭირდება, რაც დაახლოებით, 50 000 ლარამდე ჯდება. 

ქედელი ბიზნესმენი ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავს.

„თანხა არ მინდა, სახელმწიფოს ვთხოვ თანამედროვე დანადგარების შეძენას, ძალიან გთხოვთ, ნუ მოვკლავთ ამ საქმეს, მხარში ამომიდექით და ამით ჩემი სოფლელები დასაქმდებიან“,-ამბობს რესან ჟოჟაძე. 

Facebook Comments

ახალი დადებული