გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან ბრძოლა სახელმწიფოსთან ბრძოლად გადააქცია

„ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანებულ ოპოზიციას ასუსტებს ის, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ბრძოლა გადააქციეს სახელმწიფოსთან ბრძოლად,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რა მეთოდით ებრძვიან სახელმწიფოს, ამაზე საერთო აზრი აქვთ.

„განსხვავებული აზრი აქვთ იმასთან დაკავშირებით, როგორც გითხარით, თუ ვის რამდენი უნდა ჰქონდეს ხელისუფლების სადავე რევანშის პირობებში. ეს არის ორი მთავარი დამახასიათებელი გაერთიანებული ოპოზიციის და ახლა, თაკო ჩარკვიანი გავა საერთო ფერხულიდან თუ სხვა, ამას არ აქვს მნიშვნელობა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, გიორგი ვაშაძის პარტიამ, „ახალი საქართველო“ ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია” დატოვა. ის არჩევნებში მონაწილეობას „სტრატეგია აღმაშენებლის“ სახელით მიიღებს. არჩევნებში, გიორგი ვაშაძესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თაკო ჩარკვიანის პარტია „კანონი და სამართალი“.

Facebook Comments

ახალი დადებული