პორტლენდისა და სიეთლის პოლიცია: ეს საპროტესტო აქციები რეალურად, ამბოხია

პოლიცია მიიჩნევს, რომ პორტლენდსა და სიეთლში მასობრივი საპროტესტო აქციები, რომელიც არეულობასა და სამართალდამცველებთან შეტაკებაში გადაიზარდა, რეალურად, ამბოხია. ამის შესახებ პორტლენდისა და სიეთლის პოლიციის დეპარტამენტების თვითერ-ექაუნთზე წერია.

სიეთლის პოლიციაში აზუსტებენ, რომ პროტესტს ამბოხი ზარალის მასშტაბებისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისთვის საშიშროების შექმნის გამო უწოდეს.

 ამერიკული მედიის ცნობით, 25 ივნისს სიეთლში მშვიდობიანი პროტესტი არეულობაში და პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა შეაღწიეს ტერიტორიაზე, სადაც არასრულწლოვანი დამნაშავეები იხდიან სასჯელს, გადაწვეს ეზოში მდებარე სამშენებლო ვაგონი, ასევე თავს დაესხნენ პოლიციის შენობას და სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები დაუშინეს. მომიტინგეებმა ქუჩაში მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს და პარკინგზე მდგომი ავტომანქანები დააზიანეს. 

დაშავებულია 21 პოლიციელი, დაკავებულია სულ მცირე 45 ადამიანი. 

აქციის მონაწილეები დააკავეს პორტლენდშიც. მათგან უმეტესობა იმ შენობასთან იყო შეკრებილი, სადაც დონალდ ტრამპის მიერ გაგზავნილი ფედერალური აგენტები იმყოფებოდნენ. დემონსტრანტების ნაწილმა შეანგრია ღობე და შენობაში შეაღწია. ფედერალურმა აგენტებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. პროტესტის დროს ვანდალებმა გაანადგურეს რამდენიმე მაღაზია. 

Facebook Comments

ახალი დადებული