სამწუხაროდ, covid19-ით სამედიცინო პერსონალის 14 ინფიცირება გვაქვს

მსოფლიოში კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური ვითარება კვლავ მძიმეა. 16 ნახევარ მილიონს გადააჭარბა მთლიანდ ინფიცირებულთა რაოდენობამ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენთან, რეგიონში სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება.

„ ჩვენს ირგვლივ ყველა მოსაზღვრე ქვეყანაში არის შემთხვევათა სერიოზული რაოდენობა. იზრდება რაოდენობა როგორც სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ასევე, შედარებით ნაკლები ინტენსივობით თურქეთში. სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია ცენტრალური აზიის ქვეყნებში, განსაკუთრებით ყაზახეთში, ყირგიზეთში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ ვითარებას, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქვეყანაში შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება.

„დღეის რიცხვით სულ გვაქვს კოვიდინფექციის 1137 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დღეს დილის 9 საათისთვის დადასტურდა ექვსი ახალი შემთხვევა. ერთი გახლავთ დადასტურებულთან კონტაქტი, ოთხი შემთხვევაა იმპორტირებულია, ძირითადად საკარანტინო სივრცეებიდან. ერთი შემთხვევა გაჩიანის კლასტერს უკავშირდება. ზოგადად, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში გვაქვს შემთხვევების ზრდის დინამიკა. 20-26 ივლისის ფარგლებში, ერთი კვირის განმავლობაში ერთად არის 98 შემთხვევა. აქედან 22 გახლავთ გაჩიანთან დაკავშირებული შემთხვევები, 14 დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 13 იმპორტირებული. იმპორტირებულებს შორის იყვნენ ასევე სატვირთო ავტომანქანების მძღოლები.
ლილოს და ზოგადად გაჩიანთან კონტაქტირებულები გამოვლენილი გვყავს 14. ამავე დროს, ერთი კვირის განმავლობაში, სამწუხაროდ, გვაქვს სამედიცინო პერსონალის 14 ინფიცირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვოის, დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათი საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული