გარდაცვლილი კაცი დამ ხუთი დღის შემდეგ აღმოაჩინა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 53 წლის კაცი სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი გარდაცვლილის დამ, ხუთი დღის შემდეგ, აღმოაჩინა.

გავრცელებული ინფორმაციით, 53 წლის კაცი ალკოჰოლზე დამოკიდებული იყო და გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გულის შეტევა გამხდარიყო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული