დედოფლისწყაროში გაუჩინარებული ორივე მოზარდი თბილისში იპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დედოფლისწყაროში გაუჩინარებული ორივე მოზარდი იპოვეს. ერთ მათგანს, რამდენიმე საათის წინ, ლილოში მიაგნეს, მეორე კი – ისანში ახლახანს იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაცით, არასრულწლოვნებმა მეზობლის ბავშვს დაუბარეს, რომ თბილისში აპირებდნენ წასვლას. რის შემდეგ ისინი არავის უნახავს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

Facebook Comments

ახალი დადებული